ლადო სადღობელაშვილი: საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან. ამ უდიდესი წარმატების უკან ცოტნე ივანიშვილის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა დგას, მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ნოემბერი 2026, 14:01

დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან (HKU), - წერს ანალიტიკოსი ლადო აადღობელაშვილი.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, ამ ყველაფრის უკან ცოტნე ივანიშვილი დგას, რომელიც იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც საკუთარი ცოდნითა და ნიჭით შეძლო ამ ელიტარულ უნივერსიტეტში ჩარიცხვა.

ანალიტიკოსის თქმით, ცოტნემ შეძლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან იმდენად მაღალი დონის ურთიერთობების აწყობა, საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ნდობის მოპოვება, რომ მისი პირადი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა.

“მართლაც მოსალოცი ამბავია!

- დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან (HKU). ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ათწლეულებია აყალიბებს მსოფლიო ლიდერებს, მეცნიერებსა და გამორჩეულ მოღვაწეებს, და რომელთან პარტნიორობაც ქართველ სტუდენტებს საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად ახალ კარს უხსნის.

- ამ უდიდესი წარმატების უკან დგას ერთი კონკრეტული ახალგაზრდის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა — ცოტნე ივანიშვილი!

- როგორც ვიცი ცოტნე იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც საკუთარი ცოდნითა და ნიჭით შეძლო ამ ელიტარულ უნივერსიტეტში ჩარიცხვა. მაგრამ მან ეს მიღწევა მხოლოდ პირად წარმატებად არ დატოვა. მან შეძლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან იმდენად მაღალი დონის ურთიერთობების აწყობა, საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ნდობის მოპოვება, რომ მისი პირადი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა.

- ნამდვილად საამაყოა, როცა ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდა თაობა გვყავს. ცოტნემ საკუთარი მაგალითით აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მონდომებამ და სწორმა ხედვამ მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას მოუტანოს უდიდესი სარგებელი.

წარმატებები ცოტნეს და ყველა ქართველ სტუდენტს, ვინც ამ ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას გამოიყენებს!”- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები
დავით ქართველიშვილი: ვიდეოდან მარტივად მიხვდებით იმასაც, რა გაქანების და გავლენის პოლიტიკური ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე „გულშემატკივრობდა“, როგორც რუსების მიერ კონტროლირებად და მართვად კაცს
გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
არქივი