ირაკლი კობახიძე – არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ნოემბერი 2026, 22:00

ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები – არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირი ხვალვე თუ გადაწყვეტს მოლაპარაკებების გახსნას, საქართველოს მთავრობა მზად არის მოაწეროს ხელი, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს 30-წლიან პარტნიორებთან, ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა, შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები – არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და მზად ვართ, რომ ყოველგვარი დახურული საკითხების გარეშე ვისაუბროთ ამ გზამკვლევთან, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს შემდეგ პოლიტიკაში „ენჯეოების“ სახით
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, რომ ის იყოს შეცდომაში შეყვანილი, ჩემი აზრით, ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი
არქივი