ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, რომ ის იყოს შეცდომაში შეყვანილი, ჩემი აზრით, ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ნოემბერი 2026, 22:03

გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა.

„რაც შეეხება გულწრფელ ადამიანებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანი, შეიძლება უმრავლესობაც იმ აქციაზე და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იყო გულწრფელი, ვინც გამოვიდა 28 ნოემბერს. იგივე ეხება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსაც. იქაც რეალურად, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც გამოვიდა აქციებზე, დარწმუნებული ვარ, რომ იყო გულწრფელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომაში არ იყვნენ ეს ადამიანები შეყვანილი. კიდევ ერთხელ, როდესაც აპროტესტებ ასეთ რაღაცას, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებმა უნდა წარადგინონ დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში, აქ ხომ ძალიან მარტივად შეიძლება განვსაჯოთ, რომ არაფერი რუსული ამაში არ შეიძლება იყოს. იქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები და აქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები, ეს არის ჩემი შეფასება. გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი
ირაკლი კობახიძე – ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
ირაკლი კობახიძე – არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან
არქივი