ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ნოემბერი 2026, 22:05

პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში 50, 100 და 150 კაცი ცენტრალურ გამზირს ვერ გადაკეტავს.

„რაც შეეხება ნულოვან თანაგრძნობას – მე ეს განცხადება არ გამიკეთებია არც 28 ნოემბრის აქციის მონაწილეების შესახებ, არც მანამდე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციის მონაწილეთა შესახებ. საუბარი იყო პოლიტიკურ თანაგრძნობაზე, ეს მკაფიოდ იყო იქ ხაზგასმული – პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება დღესაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ იმ პერიოდში და  რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით. ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?! როდესაც ხედავ, რომ არ გაქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ცდილობ, რომ განახორციელო საბოტაჟი, გადაკეტო ერთი წლის განმავლობაში ცენტრალური გამზირი. მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას მსოფლიოში, ვერცერთი დედაქალაქს – ვერც დემოკრატიულს და ვერც არადემოკრატიულს – სადაც ადამიანებს შეუძლიათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში 50, 100 და 150 კაცით გადაკეტონ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. ამაზე იყო საუბარი: როდესაც იცი, რომ არ გიმაგრებს ზურგს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საბოტაჟს ახორციელებ შენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის მიმართ ვერავითარი პოლიტიკური თანაგრძნობა, ბუნებრივია, ვერ გექნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, რომ ის იყოს შეცდომაში შეყვანილი, ჩემი აზრით, ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი
ირაკლი კობახიძე – ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
ირაკლი კობახიძე – არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან
არქივი