ირაკლი კობახიძე – გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს შემდეგ პოლიტიკაში „ენჯეოების“ სახით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ნოემბერი 2026, 22:16

ჩემს თავზეც შემიძლია, გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველთვის იქნება რისკი, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის.

„რაც შეეხება პირადად ჩემს მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამაში, გაერო-ს განვითარების პროგრამაში ვიყავი პროექტის მენეჯერი დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, ჯერ პროექტის ექსპერტი და შემდეგ პროექტის მენეჯერი. ზოგადად, მე ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში მათ შორის, მუშაობა, გარკვეულ გავლენას ყოველთვის ახდენს.

მთავარი რა არის, რომ რისკი იქნება ყოველთვის, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით. იმავეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის, და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, რომ ის იყოს შეცდომაში შეყვანილი, ჩემი აზრით, ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი
ირაკლი კობახიძე – ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
არქივი