ანა წითლიძე - ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ნოემბერი 2026, 00:02

ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! , - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის აქციაზე მომხარ დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე.

„მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!

ვინ გადაწყვიტა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?

ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს?

ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-სი?

ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?!

მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?

ძალიან სირცხვილია!

მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე“, - წერს იგი და აქვეყნებს ოპოზციის აქციაზე მიტანილ პლაკატს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილია ასახული წარწერით: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლადო სადღობელაშვილი: საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან. ამ უდიდესი წარმატების უკან ცოტნე ივანიშვილის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა დგას, მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები
დავით ქართველიშვილი: ვიდეოდან მარტივად მიხვდებით იმასაც, რა გაქანების და გავლენის პოლიტიკური ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე „გულშემატკივრობდა“, როგორც რუსების მიერ კონტროლირებად და მართვად კაცს
გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
არქივი