შიდა ტურიზმის შედეგებს ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ყველგან ვხედავთ-გიორგი გახარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 აგვისტო 2020, 11:46
გლობალურად ხედავთ, რომ ტურიზმის ნაკლებობაა აჭარაშიც და მსოფლიოშიც, თუმცა, ერთად დავირაზმეთ მთელი საქართველო და ვთქვით, რომ აღმოვაჩინოთ თავიდან ჩვენი ქვეყანა. შიდა ტურიზმის შედეგებს დღეს ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ყველგან ვხედავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, არჩევნების დასრულების შემდეგ, მეორე დღიდანვე ქვეყანა სამუშაო რეჟიმზე უნდ გადავიდეს.

„დიდი პატივია, დღეს აქ ყოფნა და საუბარი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, ხვალ, ზეგ. საერთოდ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ყველანი საარჩევნო ციკლში ვართ და პირველი სექტემბრიდან ჩათვალეთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი, მაგრამ როგორც კი ჩვენ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მეორე დღიდან უნდა გადავიდეთ უკვე მუშაობის, ყოველდღიური შრომის ციკლზე და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელვაჩაურის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ერთ დონეზეა განვითარებული სოფლის მეურნეობა და ინდუსტრიული ეკონომიკა, ტურიზმიც, აქ ბევრი შესაძლობლობა აქვს ადამიანებს.

„სახელმწიფოს ძირითადი მოვალეობა გახლავთ ის, რომ ადამიანებს, რომელთაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველა ის პირობა, რომ ღირსეულად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. სწორედ ამიტომ შექმნა სახელმწიფომ სხვადასხვა მიმართულებით სპეციალური პროგრამები საქართველოს თითოეული მოაქალაქისთვის, გლეხისთვის, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი.

წელს ცოტა გაგვიჭირდა პანდემიასთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ ქვეყანას, გლობალურად ხედავთ, რომ ტურიზმის ნაკლებობაა აჭარაშიც და მსოფლიოშიც, თუმცა, ერთად დავირაზმეთ მთელი საქართველო და ვთქვით, რომ აღმოვაჩინოთ თავიდან ჩვენი ქვეყანა და შიდა ტურიზმის შედეგებს დღეს ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ყველგან ვხედავთ - საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რამდენი სტუმარი ჰყავს აჭარას. მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს და მთავრობის გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად გააზრებული“, - განაცხადა გახარიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
არქივი