კობა გვენეტაძე - დოლარიზაცია, პირველ რიგში, დოლარის მსესხებლებს უქმნის პრობლემებს, ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და ზარალდებიან ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ივნისი 2020, 14:25

დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განიხილავენ.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, გასული წლის ბოლოს ფასების ზრდის ტემპი შენელდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში, როგორც პროგნოზირებული იყო, ინფლაციამ შემცირება დაიწყო.

მისივე თქმით, თუმცა, პანდემიისაგან გამოწვეულმა ახალმა შოკმა, თავისი გავლენა ფასებზეც მოახდინა.

„დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, რაც, საბოლოოდ, უფრო დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე. შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი, მათ შორის ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს.

ასეთი მაღალი და ფუნდამენტური რისკების გამო, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია დოლარიზაციასთან გამკლავება. ჩვენ, საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, გავააქტიურეთ რეფორმები ამ მხრივ, მაგრამ სასურველ შედეგამდე ჯერ კვლავ შორს ვართ. თუმცა, როგორც ადრეც მითქვამს, ეს გრძლევადიანი პროცესია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დედოლარიზაციის ტენდენცია 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების, ასევე დეპოზიტების სტატისტიკაში.

„თუმცა, წლის მეორე ნახევარში, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებისა და გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მთლიანი დეპოზიტების დედოლარიზაციის ტემპი შენელდა. მთლიანობაში, წლის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.1 პროცენტს გაუტოლდა, სესხების დოლარიზაცია, ასევე გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დეკემბერში 55.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2019 წლის განმავლობაში 49.4 პროცენტიდან 42.8 პროცენტამდე შემცირდა,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი