პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ტურიზმის გახსნის რეგულაციები განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ივნისი 2020, 23:53
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს, - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კრიტერიუმების შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

ამასთან, აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, დიპლომატიური წარმომადგენლობები ინტენსიურ კომუნიკაციას განაგრძობენ ევროკავშირის ქვეყნებთან ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შიგნით ჯერ ისევ გრძელდება მსჯელობა, მათ შორის მესამე ქვეყნებთან, ტურიზმის გახსნის თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გადავადდა.

"შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და ცვლილების შესაბამისად მიიღებს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კი, უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა იქნება.

მთავრობის წევრების განცხადებით, შექმნილი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, რომელიც 15 ივნისიდან იხსნება და თითოეული მოქალაქის მხრიდან შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ქვეყნის ეკონომიკისა და სექტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამია  მთავრობის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი