დავით ქართველიშვილი: საქართველოში არ გამოვა რადიკალური პროცესები — ღმერთს, ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს ამ ქვეყანაში ვერ მოერევიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 15 აპრილი 2026, 10:57

ქართველების რელიგიურ იდენტობასა და ეკლესიის როლზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი განცხადებით, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად გამოიკვეთა ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება რწმენის მიმართ და ეკლესიის მნიშვნელობა.

„ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენი რუსთაველის კლასტერი [რუსთაველის გამზირზე მოპროტესტე რადიკალები] ვერასდროს მიხვდება — აქ არ გამოვა [რადიკალური პროცესები], ღმერთს, ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს ამ ქვეყანაში ვერ მოერევი,“ — განაცხადა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ 2020 წლის პანდემიის დროს ეკლესიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა, მისი შეფასებით, ქვეყანამ შეძლო ტრადიციების შენარჩუნება.


„2020 წელს იყო მცდელობა, მსოფლიო სიგიჟის — პანდემიის დროს, ქართული ეკლესიისთვის აეკრძალათ დიდ მარხვაში ჩვეულ რეჟიმში ღვთისმსახურება, სააღდგომო ლიტანიობა, ლიტურგია და ა.შ. სერიოზული ზეწოლა ჰქონდა იმდროინდელ გახარიას მთავრობას 87 წლის პატრიარქზე, რომ მას შემოეღო აკრძალვები და არ გაეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებდით იმისთვის, რომ უფლის შეწევნა ჰქონოდა ქართველ ერს. ყველაფერს გაუძლო პატრიარქმა და მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ფაქტობრივად ვიყავით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აღდგომას ისე ჩაატარა ყველაფერი, როგორც უნდა ჩაეტარებინა.

მიუხედავად იმ ფაშისტური წვალებისა, რაც მოაწყვეს 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის ღამეს, გახარიას მთავრობის წარმომადგენლებმა. მათ ერთი დღით არ გააუქმეს კომენდანტის საათი — 21:00-დან 06:00-მდე. ღამისთევას სჭირდება 4 საათი და იმისთვის, რომ ხალხი დასწრებოდა ღამისთევას, 8 საათიდან უკვე ეკლესიის ეზოში იყვნენ და დილის 6 საათამდე იქ დარჩნენ, რომ კომენდანტი არ დაერღვიათ. 106 ათასი მორწმუნე ეზიარა იმ ღამეს, აქედან არც ერთი შემთხვევა კორონავირუსის გავრცელების არ ყოფილა. შემდეგ დღეების განმავლობაში, პირველად პანდემიის პერიოდში, კორონა ვირუსის სტატისტიკის კლება იყო დაფიქსირებული. ეს იყო ჩვენი უწმინდესის გმირობა.

წელს მართლმადიდებლობის ცენტრი იყო იერუსალიმში, გარშემო ბალისტიკური რაკეტები დაფრინავდნენ და ისრაელის ხელისუფლებამ თავიდან თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო ეკლესიებში ღვთისმსახურება ვერ ჩატარდებოდა. ვერ ჩატარდა სომხებისთვის, კათოლიკეებისთვის, მაგრამ მაშინ, როცა მართლმადიდებლური სამყაროსთვის იწყებოდა ვნების შვიდეული, ეს ორკვირიანი ზავი დაუშვა უფალმა მართლმადიდებლებისთვის, რათა ყველაფერი — ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა, ლიტანიობა და ყველა ტიპის ღვთისმსახურება ჩატარებულიყო მართლმადიდებლებისთვის.

ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენი რუსთაველის კლასტერი [რუსთაველის გამზირზე მოპროტესტე რადიკალები] ვერასდროს მიხვდება, რატომ გამოვიდა იქ და აქ რატომ არ გამოდის. აქ არ გამოვა — ღმერთს, ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს ამ ქვეყანაში ვერ მოერევი. შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩასწვდე შენი ისტორიის სახელმძღვანელოებს და შექმნა სრულყოფილი სურათი საქართველოს შესახებ, რომ ღმერთის გარეშე აქ [საქართველოში] შანსი არ გაქვს არაფრის [რადიკალური პროცესების დაწყების] და იქნებ დანებდე და გაქართველდე. ქართველობა ცოდვა არაა — ეს არის ჯილდო. არ გინდა ამ ჯილდოს მატარებელი იყო? არ მესმის ეს,“— განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი