ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 სექტემბერი 2026, 16:50
Brent-ის მარკის ნავთობმა 11 სექტემბრის ვაჭრობა ბარელზე 104,56 დოლარის ნიშნულზე დაასრულა და ერთი კვირის განმავლობაში 8%-ზე მეტით გაძვირდა. ერთი დღით ადრე ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია საუდის არაბეთის სამხრეთში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე ჰუსიტების უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ და გამოქვეყნდა სატელიტური ფოტოები.

ჰუსიტებმა ასევე განაცხადეს, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში რამდენიმე კუნძული დაიკავეს. ამ სრუტეზე მსოფლიო სატვირთო გადაზიდვების დაახლოებით 12% მოდის.

დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთმა East-West-ის ნავთობსადენის მუშაობა შეაჩერა, რის გამოც საფრთხე შეექმნა სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტის მარშრუტს, რომელიც ჰორმუზის სრუტის უმნიშვნელოვანეს ალტერნატივად იქცა.

ჰორმუზის სრუტეში სრულფასოვანი ნაოსნობის აღდგენა უკვე ნახევარ წელზე მეტია ვერ ხერხდება, ტექსტის თანახმად, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიმდინარე ომის გამო.

ახალი თავდასხმების ფონზე აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა რეკორდულ ნიშნულს -გალონზე 6 დოლარს მიაღწია. ერთი ამერიკული გალონი დაახლოებით 3,785 ლიტრია.

Financial Times-ის შეფასებით, ფასების ზრდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლას აძლიერებს შუალედური არჩევნების წინ, რომელთა შედეგებითაც კონგრესზე კონტროლის საკითხი გადაწყდება.

ამასთან, FT-სთან საუბრისას საუდის არაბეთის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა არ უპასუხა კითხვას, უთხრა თუ არა აშშ-მა უარი საუდის არაბეთს ჰუსიტების წინააღმდეგ დახმარებაზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი