მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 სექტემბერი 2026, 14:29

მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ანაკლიის პორტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და ხაზგასმულია landlord-ის მოდელის უპირატესობები.

,,საქართველოს მთავრობა ავითარებს ფოთის ჩრდილოეთით მდებარე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის ოპერირების დაწყება 2029 წელს არის მოსალოდნელი. პორტს ექნება განვითარებისათვის საკმარისი სივრცე, რაც დროთა განმავლობაში მის გაფართოებას შესაძლებელს გახდის. იგი შეძლებს შავი ზღვის მიმართულებით მოსალოდნელი ყველაზე დიდი ზომის გემების მომსახურებას და მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირებით იქნება დაკავშირებული მის უკანა ზონასთან.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი ვითარდება „Landlord“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის სექტორის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და საქართველოს საერთო ტვირთების საზღვაო პორტებში აქამდე პრეცედენტი არ ჰქონია.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პირობებში, უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების განვითარებას და დროთა განმავლობაში ანაკლიის პორტში ერთზე მეტი ტერმინალისა და ერთზე მეტი ტერმინალის ოპერატორის საქმიანობის შესაძლებლობას შექმნის.

შედეგად, შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ პორტებს შორის კონკურენციის განვითარება ფოთისა და ბათუმის პორტებთან მიმართებით, არამედ პორტის შიგნით კონკურენციის ჩამოყალიბებაც თავად ანაკლიის პორტში”, - აღნიშნულია ანგარიშში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
რატომ გახდა სიცივე ეკონომიკური უპირატესობა - Google-ის $15-მილიარდიანი ფსონი ფინეთზე
არქივი