ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 10:10

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების საქართველოდან გასვლას უცხოური დაფინანსების რეგულირების ახალი პოლიტიკის შედეგად აფასებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „Deutsche Welle“-ს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ ფონდების საგრანტო პროგრამების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, პროგრამის თითოეული ელემენტი ხელისუფლების პრიორიტეტებისთვის დაექვემდებარებინათ.

მისივე შეფასებით, ფონდების განცხადება, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მათი საქმიანობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში უცხოურ ფონდებს საკუთარი ღირებულებებისა და დღის წესრიგის დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

მისივე თქმით, ამ უცხოურ ფონდებს "მათი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად," საქართველოში თავისუფლად მუშაობის საშუალებას აღარ მისცემენ, რადგანაც მათი ღირებულებები და პრინციპები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც ჩვენი ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა 2024-25 წლის არჩევნებზე.

„კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური (!!) ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი. იმისათვის, რომ ზედმეტ სუბიექტურობაში არ ჩამომართვან, მივყვები ამ თემაზე თავად გერმანელების ლოგიკას. ის ძალიან მკაფიოდ წარმოაჩენს გერმანიის, და არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ზოგადად ევროკავშირის მიდგომას საქართველოში მათ მიერ შემოტანილი ფულის და მათი მიზნების მიმართ. ამიტომაც, გთავაზობთ ამონარიდებს „Deutsche Welle” სტატიიდან. ამ სტატიიდან (იხ. ბმული) კარგად ჩანს, თუ რა სცენარებს და საფრთხეებს აარიდა ქვეყანა ხელისუფლებამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონთა პაკეტის მიღებით.

საქართველოდან წასული ფონდები აცხადებენ, რომ „ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, ასეთ თანამშრომლობას აზრი აღარ აქვს.“ მაინც რა „თანამშრომლობაზეა“ საუბარი? აღმოჩნდა, რომ ამ ფონდების მიერ წარდგენილი საგრანტო დაფინანსების პროგრამაზე, საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად ლეგიტიმურად მოითხოვა, როგორც სტატია წერს, ვციტირებ: „პროგრამის თითოეული ცალკეული ელემენტი მათ [ხელისუფლების] პრიორიტეტებს დაექვემდებაროს.“ შესაბამისად, ისმის კითხვა: თუ ქვეყნის მოსახლეობის არჩეული ხელისუფლების პრიორიტეტებს არა, მაშინ ვის პრიორიტეტებს უნდა დაექვემდებაროს ამ ფონდების საგრანტო პროგრამა? და წარმოიდგინეთ, სტატია, თავად პასუხობს ამ კითხვას. თურმე, „ეს [ხელისუფლების]პირობები ლიბერალურ ფონდს ართმევს საჭირო მოქმედების თავისუფლებას, რაც მისი საქმიანობის საფუძველს ძირს უთხრის.“
ნუ, ეს ფონდები საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, ფეხებზე გვკიდია თქვენი კანონები, თქვენი საზოგადოების კულტურა, ტრადიციები და ნორმები, მოგვეცით ჩვენი ლიბერალური დღის წესრიგის რეალიზების საშუალება საქართველოში.

ამ ფონდების წარმომადგენლები თვლიან, რომ „ჩვენ აღარ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად ვიმუშაოთ. ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, ასეთ თანამშრომლობას აზრი აღარ აქვს.“

დიახ ასეა და ესაა ახალი რეალობა. ამ უცხოურ ფონდებს "მათი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად," აქ თავისუფლად მუშაობის საშუალებას უკვე აღარ მისცემენ, რადგანაც მათი ღირებულებები და პრინციპები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც ჩვენი ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა 2024-25 წლის არჩევნებზე“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ
არქივი