რუსული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 23:12

რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 35 ადამიანი აფეთქებისას  დაშავდა, დანარჩენებს ჭრილობები, მინის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანებები, დაჟეჟილობები და მწვავე სტრესული რეაქცია აქვთ.

დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. საავადმყოფოებში 30 დაჭრილი რჩება, სამი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთმა ხარკოვზე იერიში მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანა. დაზიანდა სამოქალაქო საწარმოები და საცხოვრებელი კორპუსები, ასევე ავტომობილები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა
არქივი