1
16 ნოემბერი 2026, 06:56
სენეგალიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ბოლო ნაკადი. მათ შორის იმყოფებოდა IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მოკრივე ემილ ისმაილოვი.
ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე და ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე სპორტსმენების ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს სენეგალის დედაქალაქმა დაკარმა 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა.
თამაშებში 205 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებები სპორტის 25 სახეობაში გაიმართა. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა - იასპარეზა 13-მა სპორტსმენმა.
საქართველოს სპორტსმენებმა IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს ოთხი მედალი: ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს.
IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა მოკრივე ემილ ისმაილოვი (55 კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ქვიშის მოჭიდავეები: ლუკა მახარაძე (70 კგ) და ნურადინ მუსტაფაევი (90 კგ), ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით მძევაშვილმა (60 კგ).
საერთო ჩათვლაში, საქართველოს მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით 44-ე ადგილი ერგო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |