არჩილ გორდულაძე: სინდისის პატიმრებად მოიხსენიებენ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ნამდვილად არ არიან. მაგალითად ნიკა გვარამიას სტრასბურგიდან აქვს გაკეთებული განცხადება, სინდისის პატიმრებად ჰყავს მოხსენიებული 5 ადამიანი, რომელთაგან სამმა აღიარა დანაშაული, ხოლო ორზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ნოემბერი 2026, 17:40
სინდისის პატიმრებად მოიხსენიებენ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ნამდვილად არ არიან. მაგალითად ნიკა გვარამიას სტრასბურგიდან აქვს გაკეთებული განცხადება, სინდისის პატიმრებად ჰყავს მოხსენიებული 5 ადამიანი, რომელთაგან სამმა აღიარა დანაშაული, ხოლო ორზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ანალოგიურია „ლელოს“ შემთხვევაშიც.

„როდესაც იტყვიან კონკრეტულ ადამიანებზე, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, არ უნდა შეედავო, რადგან ასე სწამთ. ერთ-ერთი აქტივისტი „გამჭვირვალობის“ კანონზე ამბობდა, რომ ტანით ვგრძნობ, რუსულიაო. გუშინ ამბობდნენ, რომ მათ სწამთ, რომ მათი დაორგანიზებული აქციები ძალადობრივი არ იყო. ერთი არის მართი რწმენა და ტანით გრძნობა და მეორეა ფაქტები, რომ ძალადობრივია აქცია, როდესაც პიროტექნიკას და „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ მიიღებს
ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
არქივი