გურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 22:29

სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცდილობენ, ასეთ მძიმე წუთებში, ასეთ ტრაგედიებზე თავისი პოლიტიკური სარგებელი მოიპოვონ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიები გამოიყენონ“.

„ისინი არიან ვითომ პოლიტიკოსები, ვითომ არასამთავრობო სექტორი, ვითომ საქართველოზე მოაზროვნე ადამიანები. ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერს ეძებს იმისთვის, ოღონდ თავისი პოლიტიკური სარგებელი ნახოს. ძნელია კომენტარიც კი გააკეთო ასეთ ქმედებაზე. საზოგადოება ყველაფერს ხვდება, როდესაც ასეთ სენსიტიურ და რთულ პერიოდებში ცდილობ, რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვო, ამიტომაცაა, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც უმცირდებათ და პრაქტიკულად აღარც ჰყავთ, ნულზე არიან დასული“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე და სხვა ყველა ადმინისტრაციულ დესახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
არქივი