ვლადიმერ პუტინმა მითხრა, რომ მე თუ ვიქნებოდი პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ მოხდებოდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინმა მასთან შეხვედრაზე მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით.
„პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს გასაოცარი სიძულვილი აქვთ ერთმანეთის მიმართ და ეს არასდროსაა იოლი. მე მეგონა, რომ ეს ომი ყველაზე იოლად დასასრულებელი იქნებოდა, მაგრამ ვხედავ იმ დონის სიძულვილს, რასაც ხშირად ვერ შეხვდები, თუმცა ჩვენ კარგ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და კარგი შანსები არსებობს. ყოველთვე 25 ათას ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცს კლავენ. ეს სულელური ომია. აშშ-ში არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ეს ომი არ მოხდებოდა. პუტინმა თქვა ეს გუშინ ღამე, რომ ეს ომი არ მოხდებოდა არასდროს. მე ვკითხე მას – შეიჭრებოდი უკრაინაში მე რომ ვყოფილიყავი მაშინ პრეზიდენტი-თქო და მან მიპასუხა – არა, ეს არასდროს მოხდებოდაო” , – განაცხადა ტრამპმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |