მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ნოემბერი 2026, 01:42

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 23 ნოემბერი წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა, 6 მაისი კი - წმინდანის აღსრულების დღე.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის. სხვა არჩეული არავინაა
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
შსს – „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლები ჩამოინგრა, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის გამოწვევას
ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
ირაკლი კირცხალია - სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
არქივი