ნათია თურნავას ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1 სექტემბრიდან დაიწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 აგვისტო 2021, 13:11
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1 სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბოლო წლების განმავლობაში იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მოსახლეობის დახმარების. მას ემატება კიდევ ახალი კომპონენტები. პირველი ქვეპროგრამა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები, რომელიც გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც 1-ელი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი და ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი საცხოვრებელი სახლი. 200 000 ლარის ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული. იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება შვილი, თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი - თუ 12%-ში აიღებენ სესხს, 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დასუბსიდირებული. თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი, დაახლოებით 8% და ეს ოჯახი 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ამ თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განვახორციელებთ.

მეორე კატეგორია, რომელიც ავტომატურად მოექცევა ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ, არის ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ. მათაც ავტომატურად შეეძლებათ ისარგებლონ ამ პროგრამით, ახალი წევრის შეძენის გარეშეც. ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი, 1-ელი სექტემბრიდან შეუძლია შემდეგი 12 თვის განმავლობაში მიმართოს საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. აქაც ჩვენ 2/3-ს საბანკო პროცენტის დავუსუბსიდირებთ, ანუ დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეულ ასეთ ოჯახში ახალმოვლენილი წევრი იქნება არამხოლოდ სიხარულის, არამედ პრაქტიკული სიკეთეების მომტანიც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი