2019 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2019, 15:51

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები  დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე  განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას დღეს უკან დაუბრუნდება. ირაკლი კოვზანაძის თქმით, შენიშვნებიდან ერთ-ერთი ეკონომიკური ზრდის პარამეტრს ეხება, რომელიც შენარჩუნებულია 4.5 %-ის დონეზე, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში უფრო მაღალი 5-პროცენტიანი მაჩვენებელი ფიქსირდება. კიდევ ერთი შენიშვნა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს უკავშირდება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა 92,8 მილიონი ლარით იზრდება და 2 965,5 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელების - 223,1 მილიონი ლარით. განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მილიონი ლარით იზრდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მილიონი ლარით, შსს-ს დაფინასება 25 მილიონით. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი დამატებით 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი