ფინანსთა მინისტრი: "საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2019, 14:10

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგი გამართა.

 

„მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი წლიდან წლამდე იზრდება. ეს საკმაოდ მყარი მაჩვენებელი. მითითებულია 2018 წლის ინვესტიციების მოცულობა, როგორც შიდა, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. შესაბამისად, ეკონომიკის სიჯანსაღე და მდგრადობა შოკების მიმართ, რომელიც, როგორც წესი ხდება, მით უმეტეს, ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორც ჩვენ ვართ, განაპირობებს პოზიტიურ ხედვას საქართველოს მიმართ და იმედია ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა, რომლის თქმითაც, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ.


მინისტრისვე განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს რეიტინგების შემცირების ტენდენცია  და აღნიშნულ პერიოდში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე საინტერესოა როგორ უყურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings ქვეყნის მომავალს 2019-2022 წლების მონაკვეთში და ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონულ მეზობლებთან შედარებით.

 

„სააგენტო მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ, მათ შორისაა, განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა. სააგენტო მიუთითებს, რომ მიუხედავად ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებსა, რაც უკავშირდებოდა ზაფხულში ტურიზმთან დაკავშირებით პრობლემებს, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი